პროკურორის განცხადებით,  დაკავებული პოლიციელისთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე, რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში იქნება გასაჩივრებული, - ამის შესახებ 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის, გიორგი ესიაშვილის საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა.

"მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე ანუ ფაქტობრივ ფორმალურ საფუძვლებთან დაკავშირებით, თუმცა მიზანშეწონილად არ მიიჩნია ბრალდებულის მიმართ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის სახით. ამას ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება და მიგვაჩნია, რომ არსებობს რეალური საფრთხე ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საშიშროება. შესაბამისად, მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო, რათა მისი სათანადო ქცევა უზრუნველყოფილიყო", - განაცხადა გიორგი მუჯირმა.

მისივე თქმით, ისინი პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

"რა თქმა უნდა, მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე ბრალდების მხარის მიერ გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში იქნება გასაჩივრებული,"- აღნიშნა საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა