პაატა სალია ნიკა გვარამიას - კაბინეტში შესვლაზე უკვე დასტური გჭირდება

„რუსთავი 2“-ის შენობაში მისულ არხის ახალ და ყოფილ გენერალურ დირექტორებს - პაატა სალიასა და ნიკა გვარამიას შორის შეკამათება მოხდა.

გვარამიამ სალიასთან საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ აპირებდა მის კაბინეტში შესვლას, რაზეც არავის დასტური არ სჭირდებოდა, თუმცა სალიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „დასტური გჭირდება უკვე“.

აღნიშნულმა გვარამია გააღიზიანა და სალია კოლაბორაციონიზმში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

„ხომ იცი, რომ არ ვარ ის კაცი, რომ ასე მელაპარაკო. სხვა რამისთვის მოვედი აქ. მოვედი ცივილიზებულად, დამხვდი სხვანაირად, კი ბატონო“, - მიმართა თავის მხრივ სალიამ გვარამიას, რაზეც ამ უკანასკნელის პასუხი იყო: „შენ ცივილიზებულად ვერ მოხვალ, შენ ხარ თანამშრომელი აფხაზეთიდან შენი გამომგდების და იქ ჩვენი ამომწყვეტის. რუსული რეჟიმის დამკვიდრების თანამშრომელი ხარ“.

აღნიშნულის შემდეგაც გვარამიასა და სალიას შორის შეკამათება კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

„მე გელაპარაკები სასამართლო გადაწყვეტილებებზე. თუ არ გაინტერესებს, შენი გადაწყვეტილებაა. სასამართლო გადაწყვეტილების არშესრულებაც ადამიანის არჩევანია“, - მიმართა სალიამ გვარამიას.

თავის მხრივ, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა უპასუხა:

„ქიბარ ხალვაშს გერმანიის მოქალაქეობა ვერ უშველის, ციხეში დაასრულებს აუცილებლად. სხვათაშორის, უცხოეთის მოქალაქეს რამდენად აქვს მედიის ფლობის უფლება, ესეც გასარკვევია, როგორ დაარეგისტრიდა. არანაირი ფუფუნება არ გექნებათ წინააღმდეგობის გაწევის. 3-ოთახიანი ოფისიდან 20 მილიონიან შენობაში რომ გადმოვიდა ქიბარ ხალვაში, რას ფიქრობს ამაზე? სასამართლო და ხალვაში ფიქრობენ რომ ეს იყო სწორი?“, - მიმართა გვარამიამ სალიას, რაზეც „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორის პასუხი იყო: „ხალვაშმა სასამართლოს მიმართა და მედიის წინაშე არ დაუწყია საუბარი. ვხედავ, რომ არ გინდა, ცივილებულად მოხდეს გადაბარება“. აღნიშნულის შემდეგ გვარამიამ სალიას მისამართით აღნიშნა:

„ლავროვის მოთხოვნით და ბიძინა ივანიშვილის უზრუნველყოფით აქ შემოვარდნილ ადამიანს როგორ უნდა ველაპარაკო?“

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში