ანონსი 19 ივლისი

19 ივლისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იურისტ გელა ნიკოლაიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2-ის“ საქმეზე - ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული პროცესები. კანონიერია, თუ არა ქიბარ ხალვაში ნაბიჯები. დიდ პალატაში გასაჩივრების შესაძლებლობა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვაზაგაშვილის საქმეზე.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

19 ივლისს, 11:00 საათზე, ღუდუშაურის კლინიკაში, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული ლევან ჯიქურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ

19 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი შევა.

19 ივლისს, 11:00 საათზე, იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი და ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლული ზაზა ვაზაგაშვილის საქმეზე.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

19 ივლისს, 12:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული სოსო ბაჯელიძისა და ცოტნე ცოტნიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

19 ივლისს, 12:00 საათზე, ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ ბათუმში ხსნის ახალ, თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიურ კლინიკას - „მედალფა ბონის კლინიკა“.

მის: ბათუმი, გოგოლის შესახვევი #2.

19 ივლისს, 12:00 საათზე, კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციები რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც ცოტა ხნის წინ ტბაში მოზარდი დაიხრჩო, მორიგ აქციას გამართავენ.

მის: რუსთავი, გახოკიძის ქ. 11 ა. მე-3 სართული

საკონტაქტო: 237 69 50; 238 46 48

19 ივლისს, 14:00 საათზე, დევნილთა, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

თემა: სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილი ადამიანების საგანგაშო სტატისტიკა, არასრუწლოვანი ადამიანების შრომა და სამინისტროს სტრატეგიის მოთხოვნა.

საკონტაქტო: ლაშა მესხი 598544944

19 ივლისს, 14:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში „თავისუფალი საქართველო“ საპროტესტო აქციას გამართავს. თემა: დანიშნულია აკოფაშვილების ოჯახის გამოსახლება. მევახშე თამთა ბაკაშვილი 3000 აშშ დოლარის ოდენობით დარჩენილი დავალიანების გადახდის სანაცვლოდ, ოჯახისგან 10 000 დოლარის გადახდას მოითხოვს.

საკონტაქტო: 599968088 თენგიზ ომანიძე

19 ივლისს, 15:00 საათზე, “ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას ბრიფინგი.

თემა - ლავროვის განცხადებები

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

19 ივლისს, 15:00 საათზე, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები პარლამენტის წინ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: "რუსთავი2"-ის საქმე

19 ივლისს, 17:00 საათზე დევნილთა პარტიის თავმჯდომარე ლელა გულედანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევები.

მის: ვაჟა ფშაველას 43, მესამე სართული,ოთახი 312

ტელ: 599939563 ლელა

19 ივლისს, 19:00 ​საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები.

მის: პაატა სააკაძის 1

მედიისთვის საკონტაქტო პირი: მარიამ მაღულარია - 595 519451

19 ივლისს, 20:00 საათზე, გაიმართება რეაბილიტირებული მრგვალი ბაღის გახსნის საზეიმო ღონისძიება.

საკონტაქტო პირი - ლანა ქარდავა 577 15 85 72

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს