თავდაცვის მინისტრი „შამქორი 2019“ სწავლების პროცესს გაეცნო

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „შამქორი 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა საინფორმაციო ბრიფინგი და სწავლების ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ოპერაციები მოისმინა, უწყებათშორისი სწავლების მართვის პუნქტი დაათვალიერა და სასწავლო პროცესს უშუალოდ საკლასო ოთახებში გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, „შამქორი 2019“-ის სწავლება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. სწავლება ბრიგადის დონის არის და მასში 310 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული და V საარტილერიო ბრიგადები, 45-ე უზრუნველყოფის ბატალიონი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები, კიბერუსაფრთხოების ბიურო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, განათლების სარდლობა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა მონაწილეობენ. სწავლების ჩატარებას, ასევე, აქტიურად უჭერენ მხარს ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფის (VALIANT) წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, სწავლების მიზანი უწყებათშორისი კოორდინაცია და თავდაცვის ძალების კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირება, ასევე ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფების შტაბის მიერ თავდაცვითი ოპერაციების დროს სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის დახვეწა, სტანდარტული სამოქმედო პროცედურების მართვა და კონტროლის განხორციელებაა. სწავლების სცენარის მიხედვით, კრიზისის ესკალაცია, თავდაცვითი ოპერაციები და კრიზისის დეესკალაციის გათამაშება ხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა