პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

„რუსთავი 2“-ის ახლად დანიშნული გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

პირველი შეხვედრა მას ფინანსურ დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან ჰქონდა.

„ჯერჯერობით ეს იყო უბრალოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ჩვენ არაფერ კონკრეტულზე არ გვისაუბრია. მე მას უბრალოდ ვუთხარი, იმ კორპორატიული კულტურის შესახებ, რომელიც ამ კომპანიაშია და თითოეული თანამშრომელი გრძნობს. მას აინტერესებს არხის ფინანსური მდგომარეობა და დროთა განმავლობაში გაეცნობა. ეს ინფორმაცია მისთვის იქნება ხელმისაწვდომი,“ - განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ნიჟარაძემ.

პაატა სალიას თქით, ის გეგმავს დღეს ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდეს და მათთან გაცნობითი ხასიათის კომუნიკაცია ჰქონდეს.

„შევხვდი კომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსს და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელს. პირველი რიგის ამოცანაა ჩემთვის, გავეცნო სიტუაციას, დავიწყო იმ ადამიანების გაცნობით, ვინც ძირითად პოზიციებზე იმყოფებიან. შემდგომ ის ადამიანები გამაცნობენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს. ასევე პარალელურად განვახორციელოთ ის საჭირო აუცილებელი მოქმედება, რაც კომპანიას სჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს ბანკებთან ურთიერთობა იქნება, კრედიტორებთან თუ ასე შემდეგ,“ - აღნიშნა პაატა სალიამ.

იხილეთ ვიდეო: პაატა სალია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა