პაატა სალია - დოკუმენტი, რომელსაც ოქრუაშვილი მიუთითებს, ყალბია - ოქრუაშვილს მოთხოვნა ჰქონდა, თითქოს მან 7 მლნ დოლარი ასესხა ხალვაშს, რაც პროცენტით უნდა დაებრუნებინა

დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს ყალბია, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა და იქვე დასძინა, რომ ექსპერტიზა ამ ფაქტს დაადასტურებს.

„ ეს საქმე სასამართლო წარმოებაშია. ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ სასამართლოში პოზიცია, რომ დოკუმენტი, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, გაყალბებულია. ოქრუაშვილს ჰქონდა ფულადი მოთხოვნა, თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს და ქიბარს უნდა დაებრუნება ეს თანხა სარგებლით ანუ პროცენტით. მეორე ნაწილი ამ ხელშეკრულების იყო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, თითქოს ყველა უფლება ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს და იმ შემთხვევაში თუკი ქიბარ ხალვაში იჩივლებდა, 7 მილიონი უნდა გადაეხადა ირაკლი ოქრუაშვილისთვის. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ყალბია და ექსპერტიზა ამას დაადასტურებს“, - განაცხადა პაატა სალიამ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება