ანა დოლიძე IRI-ის კვლევაზე - მოსახლეობა ხედავს, რომ "კოლექტიური მურუსიძის“ და სერგო მეთოფიშვილების ფენომენია

IRI -ის კვლევის მიხედვით, ყველაზე ნეგატიური რეპუტაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის სასამართლოს აქვს. ბოლო დროს, მისი გაუარესებული რეპუტაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩვენი კოლეგების დამსახურებაა, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ყოველ ორშაბათს უყურებდა. ხედავდა,რომ სწორედ ეს ადამიანები, სამწუხაროდ, წარმოადგენენ მართლმსაჯულებას ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, IRI-ის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ჩვენ სასზოგადოებაში სასამართლოებს ნდობა არ აქვს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ის თუ რატომ აქვს სასამართლოს ნდობის დაბალი მაჩვენებელი, ამის მიზეზები კომპლექსურია. მისი თქმით, მოსახლეობა ხედავს, რომ არის "კოლექტიური მურუსიძის ფენომენი, უსამართლობის ჩამდენი პირების დაწინაურებისა და სერგო მეთოფიშვილების ფენომენი".

"ამ პირდაპირი ეთერების შემდეგ, რომელიც გადაიცემა უზენაესი სასამართლოს გასაუბრებებიდან, რეიტინგი რომ გაზომონ, ალბათ, კიდევ უფრო დაბალი იქნება. ჩვენი ხალხი ხედავს, რომ ბევრი მოსამართლე, რომელსაც პრეტენზია აქვს უმაღლეს სასამართლოში მუშაობის და რომელიც შეიძლება დაწინაურდეს უზენაეს სასამართლოში, ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობს. მაგალითად, ვერ პასუხობს, ბოლოს რა სამართლებრივი ნაშრომი წაიკითხა. ამიტომ, მოსახლეობის ეს წარმოდგენა შეესაბამება სამწუხაროდ, იმ წარმოდგენას, რასაც ქმნიან იუსტიცის საბჭოს წევრები გასაუბრებაზე", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა