დავით ბერძენიშვილი -  ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში დამოუკიდებელ მედიას ვერ შეებრძოლებიან - „რუსთავი 2“-ს თუ შეაფერხებენ, ამ ფუნქციას სხვა არხები იტვირთავენ

ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ის დამოუკიდებელ მედიას ვერ შეებრძოლება - „რუსთავი 2“-ს თუ შეაფერხებენ, ამ ფუნქციას სხვა არხები იტვირთავენ, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის წინ, ოპოზიციის ლიდერების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელი მისი მფლობელი ვერ იქნება.

„ქიბარ ხალვაში მეორედ ხდება „რუსთავი 2“-ის ფორმალური მფლობელი. არც მაშინ ეკითხებოდა არავინ მას, რა იქნებოდა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა და არც ახლა კითხავს არავინ. ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ის დამოუკიდებელ მედიას ვერ შეებრძოლება. დღეს სივრცე დიდია, პატარა ჯიხურებით ვახერხებდით წარმატების მიღწევას და ციფრული ტელევიზიების პირობებში ბუნებრივია, ხელისუფლების ეს მცდელობა, რომ დახუროს „რუსთავი 2“, ვერ უზრუნველყოფს ქართველი ხალხის არჩევანის დახურვას. ძალიან მშვიდად და მხნედ ვარ და დარწმუნებული ვარ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების, თანამშრომლების გამობრძმედილი კვალიფიციური კორპუსი ისევ შეძლებს იყოს მედიატორი საზოგადოებასა და მიაწვდინოს ხელისუფლებას ხმა. ჩვენ გვექნება ეს არხი. ამასთანავე, არსებობს სხვა არხებიც და „რუსთავი 2“-ის სიძლიერე სხვა არხების სიძლიერეც არის. „რუსთავი 2“-ს თუ ერთხანს შეაფერხებენ, ამ ფუნქციას სხვა ქართული დამოუკიდებელი არხები იტვირთავენ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მანვე ისაუბრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შესახებაც და აღნიშნა, რომ მან საკუთარი თავი კრემლს „ნამესნიკად“ შესთავაზა და ასევე, მისი ინტელექტუალური შეცდომაა, რომ მედიის წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელად ექცევა.

„ჭარბი ნდობა იქცა სრულ უნდობლობად ივანიშვილის მიმართ, ასეთ ვითარებაში ეს პერსონალური ფაქტორი ივანიშვილისთვის განსაკუთრებით დამთრგუნველია და მისი ყოველი მომდევნო ნაბიჯი იქნება მომდევნო შეცდომა. მისთვის აჭარის ტელევიზიაც მიუღებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალი ხართო, ეუბნება, ჟურნლისტებს, შეურაცხყოფას აყენებს და შეურაცხადის შთაბეჭდილებას ტოვებს. შეტევა თავისუფალ მედიაზე, ახალგაზრდებზე, თავისუფლების ეპიცენტრზე, სადაც ახლა ვდგავართ, ეს არის ივანიშვილის მორიგი ინტელექტუალური შეცდომა. როდესაც შევარდნაძეს ძალიან გაუჭირდებოდა ხოლმე, ჩრდილოეთისკენ იყურებოდა. ისევე გაიხედა კრემლისკენ და ეს ამბავი ერთ კონტექსტში დასანახია, „ნამესნიკად“ შესთავაზა საკუთარი თავი კრემლს. არ გაუვიდა კრემლს აქ 9 აპრილი, არც საგარეო და საშინაო ხელისუფლებას არ გასდის ბრძოლა თავისუფლებასთან“, - აღნიშნა ოპოზიციის ბრიფინგზე ბერძენიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა