რაულ ხაჯიმბა - საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით ვიყრი კენჭს იმ საქმის გასაგრძელებლად, რაც დავიწყე

უნდა გავაგრძელო ის, რაც დაწყებულია, ყოველ შემთხვევაში, ჩემ მიერ, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. მან „არჩევნებში“ მონაწილეობის მისაღებად 16 ივლისს განაცხადი შეიტანა. ჟურნალისტის კითხვის პასუხად ხაჯიმბამ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობა დაახასიათა და ახალი საპროტესტო გამოსვლების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

„თუ მოინდომებ მღელვარება ცარიელ ადგილზეც შეიძლება შექმნა. არის სირთულეები არავინ უარყოფს. არის პრობლემები და ისინი უნდა მოგვარდეს, ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ ასეთი პრობლემები“, - განაცხადა ხაჯიმბამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს არის დანიშნული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა