ათეა-მ შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის ფარგლებში პირველი ადგილობრივი სემინარი გამართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის “მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები” ფარგლებში, პირველი ადგილობრივი სემინარი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ათეა-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაში, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოეწყო, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან ნათია ღვინაშვილთან, ასევე, ასოციაციის თანამშრომლებთან - ტატიანა ბოკუჩავასთან და ავთანდილ ოსეფაიშვილთან ერთად, პროექტის ოთხი სამიზნე მუნიციპალიტეტის - ლანჩხუთის, ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის კულტურის, ტურიზმისა და არქიტექტურის სფეროების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

სემინარზე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა-მირიან ქათამაძემ, ვიცე-მერთან დავით ვერულიძესთან ერთად გახსნა, პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი ის ამოცანები და მიმართულებები, რასაც black sea cooperation ახორციელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი შავი ზღვის რეგიონში ისტორიული მწვანე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინოვაციური ტექნოლოგიების კატალოგის შექმნას, ასევე საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევასა და ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ვირტუალური სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული იქნება პროექტის ფარგლებში შერჩეული ისტორიული შენობებისა და ძეგლების ვიზუალური მასალა, ინფორმაცია ფლორასა და ფაუნაზე, ასევე, კლიმატურ პირობებზე, ბუნებრივ რეზერვებსა და დაცულ ტერიტორიებზე. მათივე განმარტებით, ერთობლივი ონლაინ კატალოგისთვის მომზადდება შავი ზღვის აუზის ისტორიული ტურიზმისა და მისი ასპექტების გზამკვლევი, რომელიც საქართველოს შავი ზღვის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

პროგრამის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ექსკურსია ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე კინტრიშის ხეობაში, რაც ვირტუალური გიდისთვის მასალების მომზადებასა და მისი ტურისტული დანიშნულების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტი “მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა”, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG), ასევე რუმინეთის, საბერძნეთის, მოლდოვისა და უკრაინის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს, 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა