ანონსი 20 ივლისი

20 ივლისს, 12:00 საათზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში (სოფლის შესასვლელში, პირველივე შენობა), სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სასტუმროს “შატო ხაშმი“ გახსნიან.

20 ივლისს, 12:30 საათზე, ცნობილი ფრანგული დუო Polo&Pan სასტუმრო „ბილტმორის“ საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციას გამართავს.

20 ივლისს, 15:00 საათზე, ბათუმში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტების რეგიონულ კონფერენციას გამართავს.

ღონისძიებას ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და ადვოკატის უფლებათა დაცვის თბილისისა და რეგიონული კომიტეტების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: ბათუმი, სასტუმრო „რედისონი“, ნინოშვილის 1

კონტაქტი - 557913219

20 ივლისს, 18:00 საათზე, მუსიკალური ჯგუფი Polo & Pan ვაგონშემკეთებელი ქარხნის ეზოში პრესკონფერენციას გამართავს.

20 ივლისს, 19:00 საათზე, ბათუმის „ თიბისი გალერეაში“, გურამ წიბახაშვილის გამოფენა - „ზამთარი გადატანილია“ გაიხსნება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

მის: ზუბალაშვილის N 37

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო