პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების გარანტიებზე - კონტრაქტი შეიძლება იყოს ფინანსური გარანტია და არა იმის გარანტია, რომ ის არ შეწყდება ვადაზე ადრე

ერთი რამ, რაც დავაფიქსირე გუშინაც და დღესაც, ვამბობ ამას, რომ ხელშეკრულება თავისთავად არაფრის გარანტია არ არის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტების ხელშეკრულების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რთულია ხელშეკრულების პირობებზე საუბარი.

„როგორც გავიგე, ხელშეკრულებები ყველასთან არსებობს წერილობითი ფორმით. იქნებ უკეთესი პირობები წერია, ვიდრე ჩვენ ვთავაზობთ, ან იქნებ ჩვენ უკეთეს პირობებს ვთავაზობთ. ამ ეტაპზე ძალიან რთულია ამ მოკლე ვადაში ამაზე საუბარი, თუმცა ერთი რამ, რაც დავაფიქსირე გუშინაც და დღესაც, ვამბობ ამას, რომ ხელშეკრულება თავისთავად არაფრის გარანტია არ არის“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ტელეკომპანიის გენდირექტორის თქმით, მეორე მხარემ უნდა თქვას, თუ რა არის მისთვის გარანტია.

„მე შეიძლება მივცე სიტყვა, გარანტია რა არის ამ შემთხვევაში, უნდა მითხრას მეორე მხარემ მისთვის, ჰო? თუ ის თვლის, რომ კონტრაქტია გარანტია და კონტრაქტის პირობებში თავს ჩათვლის მშვიდად, კონტრაქტი გარკვეულწილად შეიძლება იყოს ფინანსური გარანტია და არა იმის გარანტია, რომ ეს კონტრაქტი არ შეწყდება ვადაზე ადრე,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა