„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ახალ მფლობელს და დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმას სთავაზობენ

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმას სთავაზობენ. როგორც ჟურნალისტებმა ერთობლივი განცხადებისას აღნიშნეს, მათ მხოლოდ სიტყვიერი დაპირება მიიღეს იმის თაობაზე, რომ არსებული სარედაქციო პოლიტიკა შენარჩუნდება.

„რუსთავის 2-ის" საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტი - "კურიერი," "პოსტ სკრიპტუმი," საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები კიდევ ერთხელ მივმართავთ არხის ახალ მფლობელსა და ხელმძღვანელს, „რუსთავი 2“-ის მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებაში წარმოიშვა სერიოზული შეშფოთება არხის სარედაქციო პოლიტიკისა და ქვეყანაში მედია გარემოს ცვლილების საფრთხის გამო. ჩვენ, საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა და ქმნის „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებელ, ობიექტურ და კრიტიკულ საინფორმაციო-ანალიტიკურ პროდუქტს, მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში არხის თანამშრომლებსა და მაყურებლებს სჭირდებათ რეალური გარანტიები, რომ „რუსთავი 2“ გააგრძელებს მუშაობას იმ გუნდით და იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომლის წყალობითაც არხი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, ნდობის მაღალ სტატუსს და ნომერ პირველი ტელევიზიის სახელს ამ ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება და არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ახალმა მფლობელმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლა არხის თანამშრომლებთან კონსულტაციების გარეშე. ამ ვითარებაში გუნდს სჭირდება ახალი გარანტიები, თუმცა ამ დრომდე ჩვენ და ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა ახალი მფლობელისა და მის მიერ დანიშნული დირექტორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირება, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა დარჩება უცვლელი. ვინაიდან ახალი მფლობელის მხრიდან, მოთხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია ამის დამადასტურებელი არც ერთი მექანიზმი, ჩვენ ვთავაზობთ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების კონკრეტულ გეგმას“, - აღნიშნეს ჟურნალისტებმა.

რაც შეეხება გეგმას, ის სამი ნაწილისგან შედგება.

„აი, ჩვენი გეგმა. პირველი პუნქტი - მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ეკა გიგაური; საია - სულხან სალაძე; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - გიორგი მშვენიერაძე; „სამართლიანი არჩევნები“ - მიხეილ ბენიძე; “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ - ნატა ძველიშვილი; მედია მკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უნდა შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერებიც იგულისხმებიან.

მეორე - დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

მესამე - არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიათისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. ეს არის „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მიმართვა არხის ახალი მფლობელისა და დირექტორისადმი“, - განაცხადეს ჟურნალისტებმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა