პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მოთხოვნებზე - პასუხს ხვალ გაგცემთ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი,  არხის მესაკუთრის ნებაა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი

ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი. არხის მესაკუთრის ნებაა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის ჟურნალისტების მოთხოვნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ გეგმას, რომელიც დღეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელსა და დირექტორს წარუდგინეს, გაეცნობა და პასუხს მედიას ხვალ გასცემს.

„პირველ რიგში, არასწორი იქნება ახლა პასუხი გაგცეთ კი ან არა ფორმით, იმიტომ, რომ ჯერ არ გვისაუბრია ქიბარ ხალვაშთან ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი. არხის მესაკუთრის ნებაა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. მე გითხარით კიდეც, გავეცნობი დეტალურად, ვნახავ ვისზეა საუბარი, ვისი შედგენილია, რას ითხოვენ კონკრეტულად, ვიზე მიუთითებენ და ა.შ. პასუხს ხვალ გაგცემთ.“ - განაცხადა პაატა სალიამ.

იხილეთ ვიდეო: პაატა სალია "რუსთავი 2-ის" თანამშრომლების მოთხოვნაზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა