თბილისს ცნობილი მუსიკალური პროექტი Polo & Pan ეწვია

თბილისს ცნო­ბი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი Polo & Pan ეწვია. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, Polo & Pan-ს თბილის­ში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა ძა­ლი­ან უნ­დო­და და ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე „ლა­ი­ვი­თა“ და ორი შემ­სრუ­ლებ­ლით წარ­სდგე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო პან­ტო­მი­მის თე­ატ­რის კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი მი­მე­ბი კი მუ­სი­კის, მოძ­რა­ო­ბი­სა და პლას­ტი­კის ულა­მა­ზეს შერ­წყმას წარ­მო­ად­გე­ნენ.

ღონისძიების დაწყებამდე ორ­გა­ნი­ზა­ცია „ორი­გა­მის“ დამ­ფუძ­ნებ­ლები და მუსიკალური პროექტი “Polo & Pan” -ის არტისტები: პოლ არმან-დელილი და ალექსანდრ გრინზსპანი, ჟურნალისტებს შეხვდნენ. ისინი მსმენელს კონცერტის განმავლობაში არაერთ სიურპრიზს ჰპირდებიან.

„საქართველოში პირველად ვართ, ქართველი მსმენელისგან ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომ აქ ჩამოვსულიყავით. ამასთან, ჩვენც დიდი სურვილი გვქონდა თბი­ლის­ში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვის, ამიტომ გადავწყვიტეთ მსმენელს შევთავაზოთ როგორც პოპულარული და ნაცნობი მუსიკალური კომპოზიციები, ასევე ახალი „ტრეკები“, - განაცხადეს “Polo & Pan”-ის არტისტებმა.

დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არხის Cercle- ს მასტერკლასი. Cercle-ი გუნ­დი ქმნის ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბულ ივენ­თებს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ორი­გი­ნა­ურ ად­გი­ლებ­ში . მათ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტია ლო­კა­ცი­ის ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა, რათა ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე მსოფ­ლი­ოს გა­აცნოს სხვა­დას­ხვა ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო