თინა ხიდაშელი - „რუსთავი 2“ მართლა იყო ირაკლი ოქრუაშვილის,  უბრალოდ,  ის ამას ვერ დაწერდა და შესაბამისად,  ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა

ეს ტელევიზია მართლა იყო ირაკლი ოქრუაშვილის, უბრალოდ, ის ამას ვერ დაწერდა და შესაბამისად, მის ყველაზე ახლო მეგობარს, ბიზნესპარტნიორს ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS 1“ სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი ვინაიდან თავდაცვის მინისტრი იყო, მას უფლება არ ჰქონდა ტელეკომპანია თავის სახელზე გადაეფორმებინა და სწორედ ამიტომ გადაუფორმა თავის მეგობარ ბიზსნესპარტნიორ ქიბარ ხალვაშს.

„ეს არის სრული სიმართლე, აბსოლუტური სიმართლეა. მე ამას იმ დღიდან მოყოლებული ვამბობ, რა დღესაც ეს ამბავი მოხდა. ვინაიდან თავდაცვის მინისტრი იყო ირაკლი ოქრუაშვილი და შესაბამისად, კანონს არღვევდა ტელეკომპანიის თავის სახელზე გაფორმებით და იმის გამო, რომ კანონი არ დაერღვია, სხვა ადამიანზე ფორმალურად გადააფორმა შემდეგ ეს ტელევიზია და ასეთი ფრაზა მუსირებდა ხოლმე, როდესაც დავით კეზერაშვილი გახდა უკვე „რუსთავი 2“-ის მფლობელი, იქაც სხვა ადამიანების, ყარამანიშვილების გვარები ეწერა. შემდეგ დავით კეზერაშვილის იყო „რუსთავი 2“ და ვამბობდით, რომ საქართველოში თავდაცვის მინისტრობას ორი რამ მოყვებაო: ირაღის ტარების უფლება და სატაბელო იარაღივით „რუსთავი 2“-ის აქციები. ერთი თავდაცვის მინისტრიდან მეორე თავდაცვის მინისტრზე გადადიოდა ეს საკუთრება და ყველამ იცის ამ ქვეყანაში, ვისაც უცხოვრია საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში, რომ ეს, რა თქმა უნდა, ასე იყო და ეს ტელევიზია მართლა იყო ირაკლი ოქრუაშვილის. უბრალოდ ის ამას ვერ დაწერდა და შესაბამისად, მის ყველაზე ახლო მეგობარს, ბიზნესპარტნიორს ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა