ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მომავალ პრემიერად პროფესიონალ ეკონომისტს ხედავს, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, იგი ქვეყნის მომავალ პრემიერად პროფესიონალ ეკონომისტს ხედავს, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და არ არის არც ერთი ფრაქციის ლიდერი და არც პარლამენტის წევრი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უნიანის“ ცნობით, ზელენსკიმ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„მე ვისურვებდი, რომ ამ პოსტზე აბსოლუტურად დამოუკიდებელი პერსონა იყოს, რომელიც არ ყოფილა არასოდეს არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტის სპიკერი და არც რომელიმე ფრაქციის ლიდერი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველი დღეს გადაწყვეტს, თუ როგორ დაკომპლექტდება უკრაინის უმაღლესი რადა. წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, რეიტინგებში ზელენკის პარტია „ხალხის მსახური“ ლიდერობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა