პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, შპს „ქუთექსის“ -ის თანამშრომლები საპროტესტო აქციას  გამართავენ

ტექსტილის საწარმო შპს „ქუთექსის“ -ის თანამშრომლები საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც „ინტერპესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, 22 ივლისს, 11:00 საათზე, თანამშრომლები შპს ,,ქუთექსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და დამსაქმებლის უკანონო მოქმედებებს გააპროტესტებენ. მათი თქმით, ტექსტილის ფაბრიკაში დიდი ხანია გრძელდება დასაქმებულთა უფლებების უხეში დარღვევა.

პროფკავშირების ინფორმაციით, ტექსტილის ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ სისტემატურად უგვიანებენ ხელფასებს, ივნისის თვის ხელფასი კი, დღემდე არ ჩარიცხულა. გარდა ამისა, დამსაქმებლები საკუთარი შეხედულებების მიხედვით, იძულებით აჩერებენ დასაქმებულის შრომით საქმიანობას და მათ იძულებით გაცდენილი დღეებისათვის ხელფასს უქვითავენ.

„ამჟამადაც, თანამშრომლებს მიეცათ მითითება - დაბრუნებულიყვნენ სახლში და საჭიროების შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას შეჰპირდნენ. საწარმოს მუშაკები აცხადებენ, რომ მათთან 1 წლიანი შრომითი ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტ შრომით ურთიერთობას და შესაბამისი ხელფასის მიღების უფლებას გულისხმობს.

დასაქმებულები ასევე ვერ სარგებლობენ ანაზღაურებადი შვებულებით საკუთარი შეხედულების მიხედვით - ყველა თანამშრომელი ,,ქუთექსის’’ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აგვისტოში გადის არაანაზღაურებად შვებულებაში, საშვებულებო ანაზღაურება კი, დაპირების მიუხედავად, მათ არ ეძლევათ“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროფკავშირების ცნობით, დასაქმებულები ასევე ადმინისტრაციის მხრიდან უხეშ მოპყრობაზე, ხმამაღალ მითითებებზე და სამუშაო პირობების განზრახ გაუარესებაზე საუბრობენ.

შ.პ.ს. „ქუთექსში“ 15 ივლისს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირში შემავალი პირველადი პროფკავშრული ორგანიზაცია შეიქმნა, რომელმაც დახმარებისათვის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქუთაისის ოფისს მიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა