საქართველოში მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) იწყება

„მტკიცე სული 2019“-ის სწავლებით და აქტიურობით განვამტკიცებთ ჩვენ მთავარ პოლიტიკურ პრინციპს, რასაც მეტი ნატო საქართველოში ჰქვია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს Agile Spirit 2019-ის დაწყებასთან დაკავშირებით გამართული პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, ეს პრაქტიკული საფუძველი უნდა იყოს მომავალში ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციისთვის.

„ამ კვირის მიწურულს საქართველო უმასპინძლებს მრავალეროვნულ სწავლება „მტკიცე სულს“. ეს სწავლება გამოირჩევა თავისი მასშტაბებით. კერძოდ, კი, მისი რაოდენობა როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით ორჯერ გაზრდილია, ვიდრე შარშან. სწავლება წარმოადგენს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების წვრთნების ციკლის ერთ-ერთ ეტაპს, რომელსაც ევროპის სარდლობის ორგანიზებით, ამერიკის შეეთებული შტატები ატარებს სამხრეთ ფლანგზე. მისი მიზანია, რომ მრავალეროვნულ გარემოში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავზარდოთ ჩვენი ოპერატიული შესაძლებლობები. გაიზარდოს ასევე და თავსებადი გახდეს ჩვენი თავდაცვითი უნარები და ასევე ახალი კომპონენტია აღნიშნული სწავლების ფარგლებში შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება. ეს სწავლება დაიწყება 27 ივლისს და დასრულდება 9 აგვისტოს. მასში მონაწილეობს ნატო-ს 14 წევრი და პარტნიორი ქვეყანა, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა 3000 სამხედრო მოსამსახურეს აჭარბებს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული სწავლება ჩატარდება ძალიან წარმატებულად და ჩვენ კიდევ ერთხელ ამ აქტიურობით განვამტკიცებთ ჩვენ მთავარ პოლიტიკურ პრინციპს, რასაც მეტი ნატო საქართველოში ჰქვია და რაც პრაქტიკული საფუძველი უნდა იყოს მომავალში ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) სწავლებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართა. სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა სწავლებაში ჩართული ქვეყნების მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა. სწავლება 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ის ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო