საქართველოში 6 ადგილზე „მომავლის ბანაკები“ მოეწყობა

საქართველოს ექვს ლოკაციაზე „მომავლის ბანაკები“ მოეწყობა. მთავრობამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინადადება ბანაკების დეკემბრის თვემდე განხორციელების შესახებ დაამტკიცა. „მომავლის ბანაკები“ შემდეგ ლოკაციებზე მოეწყობა: სოფელ ანაკლიაში - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში; შაორის ტბის მიმდებარედ - ამბროლაურში; ქუთაისში - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე; მანავის სამხედრო ბაზაზე -საგარეჯოს მუნიციპალიტეტში; აბაშის მუნიციპალიტეტსა და დაბა ბაკურიანში.

ბანაკების განხორციელების ძირითადი ბიუჯეტი განათლების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის გათვალისწინებული ასიგნებიდან გაიხარჯება. პრემიერის განკარგულებით, ბანაკების ჩატარების პროცესში თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება მონაწილეობს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ბანაკებში შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმებისა და ექთნების მომსახურება, 24 საათის განმავლობაში. ყველა ბანაკი აღჭურვილი უნდა იყოს ექიმის კაბინეტითა და შესაბამისი მედიკამენტებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ტრანსპორტირების უსაფრთხოება, ხოლო ბანაკში უსაფრთხოების მიზნით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები უნდა მორიგეობდნენ. ბაკურიანში სამთო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება უნდა მოხდეს სასრიალო ტრასებზე ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზნით. გარდა იმისა რომ ბანაკებთან სახანძრო მანქანები და შესაბამისი ჯგუფების მობილიზება უნდა მოხდეს, ბანაკის ბენეფიციარებს ტრენინგები უნდა ჩაუტარდეთ საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოების თემებზე.

განათლების სამინისტრომ უნდა გამოყოს ექვსივე ბანაკისთვის საჭირო რაოდენობით მანდატურები. ქუთაისის რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკის და მანავის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურული მოწყობა თითქმის სრულად თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაშია. ბანაკებში უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებიც ჩაერთვებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს 13-18 წლამდე 144 თანამემამულის ჩამოყვანა რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში და 24-ის შაორის ბანაკში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია