რუსი სენატორები  უკრაინის არჩევნებს ეხმაურებიან

რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი აცხადებს, რომ ამიერიდან უკრაინისთვის უფრო რთული იქნება მინსკის ხელშეკრულების დარღვევა. „ახლა ზელენსკის მის მიმართ ლოიალური უმაღლესი რადა ეყოლება. მინსკის ხელშეკრულების შესრულების სურვილის არქონას პარლამენტისთვის გადაბრალებას მეტი ვეღარ მოახერხებს“, - განცხადა კოსაჩოვმა ტელეარხ „როსია-24“-ის ეთერში.

სენატორმა ალექსეი პუშკოვმა კი „ტვიტერზე“ დაწერა: „ზელენსკის პარტიის პირველი ადგილი და ოპოზიციური ბლოკის მეორე ადგილი მიუთითებს უკრაინელი ამომრჩევლის დაღლაზე პოროშენკოსგან, ტიმოშენკოსგან და ყოველნაირი ლიაშკოებისგან, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში ანადგურებდნენ უკრაინას“. პუშკოვის აზრით, არჩევნების ასეთი შედეგი ნიშნავს, რომ უკრაინელები „ხარისხობრივად ახალ პოლიტიკას“ ელოდებიან.

„აქვს თუ არა ზელენსკის ამის უნარი - ჯერ ნათელი არ არის“, - განაცხადა რუსმა სენატორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა