ადვოკატის ინფორმაციით, იულია სუსლიაკს უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში აეროპორტშივე დააკავებდნენ

ადვოკატის ინფორმაციით, იულია სუსლიაკს უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში აეროპორტშივე დააკავებდნენ. როგორც სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ აღნიშნა, იგეგმებოდა გარკვეული სპექტაკლის გათამაშება, იმისთვის, რომ ქართველი პროკურორების მიერ ჩადენილი დანაშაული გადაფარულიყო. ადვოკატის თქმით, საქმე, რომელიც საქართველოდან უკრაინაში თითქოსდა გაიგზავნა რეალურად ფარსია და ვერანაირად ვერ გაიგზავნებოდა, რადგან პროკურატურა დროში ვერ მოასწრებდა ორ დღეში საქმეში არსებული დოკუმენტების თარგმნას და უკრაინაში გაგზავნას.

„უკრაინაში ქართველ სამართალდამცველებს დალაგებული აქვთ უკრაინულ მხარესთან ურთიერთობები, იმისთვის რომ ეს სიბინძურეები რამენაირად გაამართლონ. ამ სპექტაკლს იქ ჩაატარებდნენ. საქართველოზე უარესი მდგომარეობაა იქ ზოგიერთ სფეროში. ქართველი სამართალდამცველების თხოვნას ისინი შესანიშნავად შეასრულებდნენ, ჩაატარებდნენ ამ სპექტაკლს, დააკავებდნენ იულია სუსლიაკს, რამდენიმე დღეში გაათავისუფლებდნენ, მაგრამ იტყოდნენ, რომ ამ საქმეს ჩვენ ვიძიებთ და საქართველოში არავითარი დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი პროკურორების მხრიდან. ეს არის ჩანაფიქრი, მაგრამ ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ და აღნიშნა, რომ სწორედ ამის გამო არ წავიდა უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი სამშობლოში.

ამასთან, ადვოკატი ითხოვს, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, პირველ რიგში საქმის პროკურორები, რომლებმაც იულია სუსლიაკის მიმართ კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინეს. მისივე თქმით, ყველა საჩივარს, რომლებიც პროკურორების წინააღმდეგ დაწერა, თავად პროკურორები - გოგორელიანი და გიორგაძე იხილავენ.

„ინტერესი არის ძალიან მაღალი მათი მხრიდან, რათა აიცილონ მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კვალიფიკაცია არაჩვეულებრივადაა გამოკვეთილი. სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები სახეზეა. ბევრი გამოსაძიებელი არაფერი არ არის. პირი სრულიად დაუსაბუთებლად მისცეს პასუხისგებაში. როდესაც სუსლიაკი დააპატიმრეს, იმ დღიდან სამი თვის განმავლობაში, ვერ მოიპოვეს მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაადასტურებდა“, - განაცხადა იულია სუსლიაკის ადვოკატმა.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლეს.

იულია სუსლიაკს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე გუშინ უარი უთხრეს.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატის ინფორმაციით, იულია სუსლიაკს უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში აეროპორტშივე დააკავებდნენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა