თბილისში რამდენიმე ქუჩას გივი ბერიკაშვილის, ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის და მარინე თბილელის სახელები მიენიჭება

თბილისში, გივი ბერიკაშვილის, ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის და მარინე თბილელის სახელობის ქუჩები იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს იმსჯელებს. კერძოდ, გივი ბერიკაშვილის სახელობის ქუჩა მთაწმინდის რაიონში იქნება - ვასილ ბარნოვის II და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხი.

ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთს მსახიობ ბელა მირიანაშვილის სახელი მიენიჭება. ასევე ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის შესახვევს, ლამის II ჩიხის და ასპინძის ქუჩის შესახვევის მონაკვეთს მსახიობ დოდო ჭიჭინაძის სახელს დაარქმევენ.

ისნის რაიონში, წერნაქის ქუჩის მონაკვეთი მსახიობ ლეილა აბაშიძის სახელობის გახდება. ხოლო ასევე ისნის რაიონში, მახათას ქუჩის შესახვევს მსახიობ ლიანა ასათიანის ქუჩის სახელი მიენიჭება. გარდა ამისა, ისნის რაიონში, მახათას ქუჩას მსახიობ მარინე თბილელის სახელი ეწოდება.

რაც შეეხება ვაკის რაიონს, უნივერსიტეტის ქუჩის მონაკვეთსა და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას რეჟისორ გიორგი დანელიას სახელი მიენიჭება.

საკრებულო ასევე იმსჯელებს მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხისთვის და შესახვევისთვის მსახიობ მედეა ჯაფარიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ. ასევე, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. ხოლო საბურთალოს რაიონში, სერგო ზაქარიაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მსახიობ იაკობ ტრიპოლსკის სახელის მინიჭების შესახებ.

როგორც საკრებულოს დღის წესრიგშია აღნიშნული, ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სპორტულ მოედანს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლევან შათირიშვილის სახელი მიენიჭება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა