ეკა ბესელია - შსს-ს განცხადებაში ახალი არაფერი მომისმენია, ამ პატიმრის შესახებ რამდენიმე თვეა ვიცით და რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ ის არ იყო პირველწყარო

მე ახალი არაფერი მომისმენია. ვიცოდი ამ პატიმრის შესახებ და კიდევ ვსვამ კითხვას, ამდენი ხნის განმავლობაში მას ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ შსს-ს ბრიფინგის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ პიროვნებაზე რამდენიმე დღის წინ მან საგამოძიებო უწყებაში დასვა კითხვა, იყო თუ არა ის პირველწყარო, რაზეც განუცხადეს, რომ „არა“ და პირველწყაროს დადგენა ვერ ხდებოდა.

ბესელია მიიჩნევს, რომ ცოტა მეტი სერიოზულობა მართებთ საგამოძიებო უწყებებს ამ საქმის მიმართ, ვიდრე მსგავსი სატყუარების გადმოგდება.

"მე მგონი, ცოტა მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, იმიტომ, რომ სომხეთის ციხეში ამ პატიმრის შესახებ ჩვენ ვიცოდით. ეს რამდენიმე თვეა უკვე ცნობილია. მე მახსოვს ინტერვიუ სწორედ ამ პატიმართან, რომელიც ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობდა. მე არ ვიმეორებ იმ ფრაზებს, რასაც ასახელებდა და ვისაც ასახელებდა. მაშინ ეს არავინ ჩათვალა სერიოზულად და აქამდე რატომ არ იყო ბრალი წარდგენილი ამ ადამიანისთვის და მეორე, მე როცა საგამოძიებო მასალებს გავეცანი, ვიკითხე, იყო თუ არა ეს ადამიანი დაკითხული და მითხრეს, რომ ელოდებოდნენ სომხეთიდან მასალებს და ასევე მითხრეს, რომ ჩვენი გამომძიებელი არ შეუშვეს და მას არ მისცეს უფლება დაეკითხა ეს პატიმარი და ეს ფაქტიც ასევე უცნაურია. ბოლოს რამდენიმე დღის წინ ისევ გადავამოწმე, იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია ამ პატიმართან დაკავშირებით და პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა და მთავარი კითხვა დავსვი, იყო თუ არა ის პირველწყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება, რაზეც მითხრეს, რომ ეს პატიმარი არ იყო პორველწყარო და ვერ ადგენდნენ პირველწყაროს და ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, იძლევა საფუძველს, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად მივიღო. კი ბატონო, მაჩვენონ მტკიცებულებები და დაადასტურონ, რომ პირველწყარო ის იყო. მე ახალი არაფერი მომისმენია. მე ვიცოდი ამ პატიმრის შესახებ და კიდევ ვსვამ კითხვას, ამდენი ხნის განმავლობაში მას ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი?“ - განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო:

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ