ვატო შაქარიშვილი ირაკლი ზარქუას - რას ნიშნავს ხელს გიშლით, სად გგონიათ თავი, ხომ არ უბერავ?!

თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „ვისოლ ჯგუფის“ ქონების მონაცვლეობის საკითხზე მსჯელობდნენ, საკრებულოს წევრ ირაკლი ზარქუასა და დამოუკიდებელ დეპუტატ ვატო შაქარიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შემდეგ შაქარიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„მთავრობის განკარგულება, რომელიც გადმოგზავნილია საკრებულოში, განკარგულება კი არა პირდაპირ კორუფციული სქემაა", - აღნიშნა შაქარიშვილმა.

ირაკლი ზარქუამ შაქარიშვილს ასე მიმართა - „გავიგეთ, მაგრამ ეს თემა ამოვიღეთ დღის წესრიგიდან, ხელს მიშლით", რაზეც შაქარიშვილმა უპასუხა, რომ ვინაიდან კომისიის წევრია, მასაც აქვს აზრის გამოხატვის უფლება.

"კომისიის წევრი ვარ და ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ, რას ნიშნავს ხელს გიშლით, სად გგონიათ თავი, ხომ არ უბერავ?!" - მიმართა შაქარიშვილმა ზარქუას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა