თურქეთიდან საქართველოში ახალი მატარებლით პირველი სატვირთო რეისი შესრულდა

23 ივლისს, თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო რეისი შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათი ცნობით, შემადგენლობა თურქეთში, ერზრუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს.

„ეს არის საქართველოს დანიშნულებით რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთის პირველი სატესტო გაშვება. სამომავლოდ გადაზიდვის მოცულობის ზრდა იგეგმება.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის (TCDD) გენერალური დირექტორი უიგუნ ალი ისხანი“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველო-თურქეთის რკინიგზების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგანაც დღეს პირველად ხდება რკინიგზის მეშვეობით თურქული ტვირთის საქართველოში იმპორტი. ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამოყენებით განხორციელდება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ტვირთბრუნვა ეტაპობრივად მოიმატებს. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ ნათია თურნავას და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ მეჰმეთ ჯაჰით თურანს პროექტის მხარდაჭერისთვის”,- განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა