დავით ბერძენიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე - ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ანგარიშსწორება

მთელი სივრცის ხელში ჩაგდება და ყველაფერზე კონტროლი ბიძინა ივანიშვილს კი არა, მასზე უფრო ჭკვიან მის წინამორბედსაც არ გამოუვიდა, - აცხადებს ყოფილი დეპუტატი დავით ბერძენიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით.

ბერძენიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას ანგარიშსწორებას უწოდებს.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ანგარიშსწორება. ივანიშვილის ხელისუფლება არ იყოფა. მას კოშმარად ახსენდება კოალიციურობის პერიოდი, როცა შებოჭილი იყო.

სტრასბურგის გადაწყვეტილებით ფრთაშესხმული ივანიშვილი ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადმოვიდა არა მარტო მთელი დემოკრატიული სივრცის, არამედ მისგან უკონტროლო სტრუქტურების მიმართაც.

"ვინც ჩემთან არაა, ის ჩემი მტერია". იესომ თქვა, რელიგიაა, პოლიტიკა კი არა. თანამედროვე პოლიტიკისთვის ეს მდარე პოლიტიკური აკვიატება მდაბიოთა არჩევანია. ეს გააზნაურებული მდაბიოც ცუდად დაამთავრებს“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა