ქიბარ ხალვაში  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივიდა

„რუსთავი 2" -ის ახალი მესაკუთრე, ქიბარ ხალვაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივიდა. ექსპერტიზის ბიუროში მას შესადარებლად ხელმოწერის ნიმუში უნდა ჩამოართვან კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. აღნიშნულმა ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს, 2010 წლის 4 თებერვალს, ბერლინში დადებულ შეთანხმებაზე შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის თუ არა ქიბარ ხალვაშს.

ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, გიორგი ზედელაშვილის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულება "რუსთავი 2"-ის წილების საკუთრებას ეხება.

იხილეთ ვიდეო: "რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივიდა - "ამიხსენი რატომ უნდა გითხრათ"

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება