ვანო ზარდიაშვილი - ობიექტურ პირობებში კითხვა ასე დაისმებოდა: ხაზარაძემ ხომ არ გაიგო, რომ მისთვის ბრალის წაყენებას აპირებდნენ, ხომ არ დაასწრო და ამიტომ ხომ არ დაანონსა, რომ პოლიტიკაში შემოდიოდა?

ჩვენი ხელისუფლების პირობებში “თიბისი ბანკი“ არნახულ მოგებაზეა გასული თავისი ირიბი ბიზნესებით - ხაზარაძის ყველა ბიზნესი წარმატებულია და მოგებები გაორმაგებულია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

ზარდიაშვილის აზრით, ეს იმის დამადასტურებელი ფაქტია, რომ ხაზარაძესთან და ზოგადად, ბიზნესთან მიმართებაში ხელისუფლების მხრიდან არანაირი წნეხი არ არის.

“ვისურვებდი, არასამთავრობო სექტორი, მედია საშუალებები იყვნენ ობიექტურები, როდესაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეა საუბარი - ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს: ყოფილი პოლიტიკოსს, მოქმედ ბანკირს, მოქმედი იურისტს და ა.შ. მინდა, კანონის წინაშე ყველა თანაბარი იყოს და თუ სამართალდამცავთა მხრიდან კითხები არსებობს, ყველამ გასცეს მას პასუხი. ჩემი აზრით, ეს არის ჯანსაღი პროცესი - თუ არსებობს კითხვები, კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.

ობიექტურ პირობებში კითხვა ასე დაისმებოდა: - მამუკა ხაზარაძემ ხომ არ გაიგო, რომ მისთვის ბრალის წაყენებას აპირებდნენ, მან ხომ არ დაასწრო, ამიტომ ხომ არ შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა და დაანონსა, რომ პოლიტიკაში შემოდიოდა? ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ ამ ხრიკს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მყოფი პირები მიმართავენ ხოლმე, რომ თითქოს მათთან მიმართებაში არსებული პროცესები პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდებოდა. ამის ნათელი მაგალითია ეკა ბესელია, როდესაც მას კორუფციასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომაზე პრეტენზიები წაუყენეს, მიხვდა, რომ დიდი ხანი უმრავლესობის ფორმატში ვერ გაჩერდებოდა, აუცილებლად გაუშვებდნენ და დაანონსა, რომ ვითომ სასამართლოსთვის იბრძოდა. აქაც შეიძლება ამასთან გვქონდეს კავშირი - მამუკა ხაზარაძეს შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა და თეორიულად დასაშვებია, რომ მან ამიტომ დაიწყო პოლიტიკური მოქმედება. მე ამის თქმის საშუალებას მაძლევს ისიც, რომ მამუკა ხაზარაძემ რატომღაც საკუთარი თავი ანაკლიის პორტთან გააიგივა და ანაკლიის პორტის მშენებლობის უფლება მამუკა ხაზარაძეზე ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაიცა“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ