ანონსი 25 ივლისი

25 ივლისს, 09:30 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება - "გენდერული სტატისტიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მონიტორინგისთვის".

მის.: სასტუმრო ,,რედისონი ბლუ ივერია“.

საკონტაქტო: 599 88 38 11

25 ივლისს, 09:30 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრების გასვლითი შეხვედრა გაიმართება ახალგაზრდობის საკითხებზე მოწვეულ ექსპერტთან, მაქსიმილიან ფრასთან და გაეროს სააგენტოების და ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენლებთან.

მის: სასტუმრო „რუმსი“

25 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდება

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

25 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ინფორმაცია, რომლის თანახმადა, თბილისში სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს დედაქალაქის შემოსასვლელებთან დატოვებს.

25 ივლისს, 11:00 საათზე, ბანკ „კრედოს“ ოფისში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

25 ივლისს, 11:30 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ტურიზმი

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

25 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეჟისორების, გია კაჭარავასა და ბესარიონ კვარაცხელიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: სავარაუდო თაღლითობა, რომელიც ქართული მხატვრული ფილმის „პრეზიდენტის“ გადაღებას უკავშირდება. მიმართვა პროკურატურას.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

25 ივლისს, 12:00 საათზე, თელავის რაიონულ სასამართლოში სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება.

25 ივლისს, 12:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილი კარავს ხელახლა გაშლის.

საკონტაქტო: თეონა ჭალიძე 591051601

25 ივლისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდება რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია. პირველ სხდომას დაესწრებიან სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ამავე სხდომაზე წევრები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ თავმჯდომარეს.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

25 ივლისს, 13:00 საათზე, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

მის: რუსთავი, სასტუმრო „რუსთავი“, მეგობრობის გამზირი N32

25 ივლისს, 14:30 საათზე, ცაგერის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მეათე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება. მანამდე კი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივ მოსახლეობასთან გაფართოებული საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.

25 ივლისს, 15:00 საათზე, „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში ირაკლი ოქრუაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: კობა კოშაძის საქმე.

25 ივლისს, 16:00 საათზე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ადგილობრივი საკრებულოების გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მის: რუსთავი, სასტუმრო „რუსთავი“, მეგობრობის გამზირი N32

25 ივლისს, 17:00 საათზე, ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის 2019 წლის 3 გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია.

მის.: ჭოველიძის ქ.7

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა