„სოკარ ჯორჯია გაზმა“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 94 ნაგებობა 24 მილიონ 177 326 ლარად შეიძინა

შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება 24 მილიონ 177 326 ლარად შეიძინა. საუბარია ხაზოვან ნაგებობაზე (გაზსადენი მილით). მთავრობამ „სოკარს“ ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს.

„სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე- 3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით 24 მილიონ 177ათასს 326 ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორცილება“ , - ნათქვამია განცხადებაში.

„სოკარმა“ 94 ნაგებობა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით შეიძინა, თუმცა რაოდენობრივად ყველაზე მეტი ზესტაფონში, კასპსა და ლანჩხუთში.

24 მილიონ 177ათასი 326 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვისთვის „სოკარ ჯორჯია გაზს“ 18 წლიანი ვადა აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა