მამუკა ბახტაძე ჩეხეთის ახალ ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ მიკისკას გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემები იყო საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და მაღალი დონის პოლიტიკურ კავშირებს და იმ პრაქტიკულ და ფინანსურ დახმარებას, რომელსაც საქართველო ჩეხეთისგან განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იღებს.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე და ამ მხრივ ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის როლზე, რომლის მორიგი სხდომის გამართვა მიმდინარე წლის ბოლომდე, პრაღაში იგეგმება.

ამასთან, აღინიშნა რეგულარული პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელობა, რაც ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ბიზნესკავშირების კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

საუბრისას, დადებითად შეფასდა თანამშრომლობა სამართალდაცვით და თავდაცვის სფეროში, ასევე განათლებისა და კულტურის მიმართულებით. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ჩეხეთის მიერ ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიების დაწესებას პრაღაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სასწავლებლად.

ხაზგასმით აღინიშნა ჩეხეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე - მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებული პარტნიორობა.

პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა