"ჯორჯიან მანგანეზის" დაფინანსებით, ზესტაფონში თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

"ჯორჯიან მანგანეზის" დაფინანსებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, გ. ჭანტურიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძველი სპორტული მოედანი სრულად განახლდა და თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურით მოეწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სპორტული კომპლექსის გახსნა ახალგაზრდობასთან შეხვედრების დროს სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით განხორციელდა.

„მოედნის ტერიტორია სამ სივრცედ დაიყო: ერთი არის საფეხბურთო მოედანი, რომელიც მწვანე ხალიჩის საფარით დაიფარა, მეორე - საკალათბურთო, სადაც მოასფალტებული საფარი დაიგო და ახალი ფარებით აღიჭურვა, ხოლო მესამე - პლაჟის ფრენბურთის მოედანი, სილის საფარით. ასევე აღსანიშნავია, რომ მოედნები აღჭურვილია ღამის ლედ განათებებით და გამოყოფილია მაყურებლის, გულშემატკივრის თუ დამსვენებლისათვის მოსასვენებელი და მოსაცდელი ადგილები. ცალკე აღნიშვნის ღირსია სამუშაოების შესრულების ვადები, ხარისხი და კულტურა, რისთვისაც ქარხნის სამშენებლო და ენერგეტიკული სამსახურების თანამშრომლები მადლობას იმსახურებენ", - განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა