ნორმატიული აქტები, რომლითაც 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აცრების ჩატარება სავალდებულო 1-ელი ივლისიდან უნდა ყოფილიყო, დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის

ნორმატიული აქტები, რომლის თანახმადაც, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო 2019 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა ყოფილიყო, დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებს აცრების დოკუმენტის მოთხოვნის ვალდებულება არ აქვთ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს ნორმატიული აქტების შემუშავების ვადა კანონის თანახმად, 1-ელ ივლისამდე ჰქონდათ. თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ნორმატიული აქტის დამტკიცება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. განათლების უწყებაში და აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარს საერთოდ არ აკეთებენ.

2018 წლის ნოემბერში, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი - ნორმატიული აქტით დადგენილი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები დამტკიცდა.

კანონში ცვლილების შემდეგ ორივე უწყებას ვადა 2019 წლის 1-ელ ივლისამდე მიეცათ, რომ განეხორციელებინათ ღონისძიებები სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის, თუმცა არც ერთ უწყებას დოკუმენტები ჯერ არ დაუმტკიცებია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ განუცხადა, ნორმატიული აქტი შემუშავებულია, თუმცა მისი იმუნიზაციის საბჭოზე გატანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ადამიას ინფორმაციით, საბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება.

„შემუშავებულია ქვემდებარე აქტი, რომლის მიხედვითაც, პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ცვლილება უნდა შესულიყო. ეს იყო პირველი რიგის ამოცანა. პროექტი უკვე მომზადებულია და იმუნიზაციის განხორციელების ხელშეწყობის კომისიის სხდომაზე უნდა გავიდეს განსახილველად და კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ შევა ძალაში. დოკუმენტი დარიგებული აქვს საბჭოს წევრებს და პირველივე სხდომაზე განიხილავენ და დაამტიცებენ. უნდა გაჩნდეს სავალდებულოობის ჩანაწერი და სხვა ტექნიკური დეტალები. აქვეა იმ დაავადებების სია, რომლისთვისაც პროფილაქტიკური აცრების ჩატარება იქნება სავალდებულო. დოკუმენტი ასევე მოიცავს ასაკობრივ მაჩვენებლებს, ვადებს და წესებს - როგორ უნდა გაიცეს აცრების ბარათი, როგორ უნდა შეავსოს ის ექიმმა და ა.შ.“, - განაცხადა ადამიამ

რატომ ვერ მოესწრო დოკუმენტის შემუშავება 1-ელ ივლისამდე, რასაც კანონი უწყებებს ავალდებულებს, ადამია აღნიშნულზე პასუხობს, რომ „ეს შიდა პროცედურების თემაა“.

„საბჭოს ცვლილება მოგვიწია და ტექნიკურად ვადაში გადაიწია. ეს პროექტი ივნისიდან მზად არის 1-ელი აგვისტო ბოლო ვადაა, როდესაც დოკუმენტი უნდა დავამტკიცოთ. შეიძლება საბჭოს სხდომა ხვალ ან ორშაბათს ჩაინიშნოს. რამდენიმე დღის მერე რომ დაგერეკათ, გეტყოდით, რომ დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია“, - განაცხადა ეკა ადამიამ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სკოლებს თავიანთი უფლებამოსილების საფუძველზე, შინაგანაწესით შეუძლიათ აცრების დოკუმენტის მოთხოვნა, რაც მშობელმა ექიმისგან უნდა მიიღოს. ნორმატიული აქტის შემუშავებასთან დაკავშირებით კი უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

„განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის დადგენილი აქვს მინისტრის ბრძანებით სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხა, რომელშიც არ შედის აცრების ფურცელი. სკოლას თუ შინაგანაწესში უწერია, შეიძლება მშობელს მოსთხოვოს ეს დოკუმენტი, მაგრამ სკოლა თუ ვინმეს ეტყვის, რომ აცრების ფურცლის წარდგენის გარეშე არ ჩაგრიცხავ, ეს არის დანაშაული. ჩვენ ამას სავალდებულოდ იმიტომ ვერ ვაკეთებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია - „ყველა ადამიანს აქვს განათლების უფლება“. შესაბამისად, ვიღაცას შეიძლება არ ჰქონდეს შესაძლებლობა აცრა გაიკეთოს, ან რელიგიური ფაქტორი იყოს, ამის გამო ჩვენ ამას სავალდებულოს ვერ გავხდით. ეს არის ნებაყოფლობითი. ნამდვილად არ არის მინისტრის ბრძანებაში შესული არანაირი ცვლილება და ნამდვილად სავალდებულო არ არის ამ დოკუმენტის წარდგენა.

რა ნორმატიულ აქტზე გვეკითხებით ზუსტად არ ვიცით. ამიტომ მოიწერეთ და გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

რაც შეეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სავალდებულო აცრების ჩამონათვალს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის თანახმად, აცრები სავალდებულოა შემდეგ დაავადებებზე: B ჰეპატიტი; BCG (ბცჟ); დიფტერია/ტეტანუსი/ყივანახველა/ჰეპ B/ჰიb/იპვ-ზე; პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა და პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ