სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო  ლუკა ფოფხაძის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ პაციენტ ლუკა ფოფხაძის საკითხთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირებამოახდინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს განმარტებით, კომისია უკვე იმყოფებოდა ამბროლაურში, ტყიბულსა და ლენტეხში. ინფორმაცია მოძიებულია ასევე ქუთაისის იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ამჟამად იმყოფება პაციენტი.

„პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

რაც შეეხება ექიმების პასუხისმგებლობას, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რეგულირების სააგენტო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დააყენებს არამხოლოდ ექიმების, არამედ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დავალებით, რეგულირების სააგენტო სამედიცინო დაწესებულებების და სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ცენტრების სალიცენზიო პირობების და მათ შორის, მანქანების აღჭურვილობის გადამოწმებას დაიწყებს“, - აცხადებენ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა