პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, გიო ცინცაძის კინომუსიკის საღამო გაიმართა

დედაქალაქის მერიის ინიციატივითა და „არტაერას“ ორგანიზებით პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ამაღლების ქუჩაზე, თბილისური ეზოს ფორმატში გიო ცინცაძის კინომუსიკის საღამო გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია სტუმართან, ერევნის მერის მოადგილე ტიგრან ვირაბიანთან ერთად დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მსმენელის წინაშე ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრი - „კამერატა“ და ვოკალისტი ნინო ჩაჩუა წარდგნენ. ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი გახლდათ ლევან გოცირიძე, ხოლო მთხრობელები - კახა თოლორდავა, ინეკე სმიტსი და ქეთი მაჭავარიანი.

„გიო ცინცაძე 60-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის მუსიკის ავტორია. მას არაერთ რეჟისორთან უმუშავია.

გიო ცინცაძის შემოქმედების ძირითადი ნაწილი მხოლოდ ციფრული ვერსიის სახით არსებობდა. სპეციალურად „თბილისური ეზოსთვის“ შეიქმნა რამდენიმე ნაწარმოების პარტიტურა, რომელიც ცოცხლად პირველად შესრულდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო