დავით დვალი - „რუსთავი 2“ არის უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას

ჩვენ ვთვლით დაუშვებლად, „რუსთავი 2“-ის როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში განაცხადა, სადაც რამდენიმე დპუტატის მოწვევით „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსმენა მიმდინარეობს. როგორც დვალმა აღნიშნა, არხის საინფორმაციო კურსის შეცვლა ქვეყნისთვის დიდი დარტყმა იქნება.

„ჩვენ ვთვლით დაუშვებლად, „რუსთავი 2“-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას. ანუ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა. არ ვგულისხმობ იმ პარტიულ ფონს, რომელიც ახლავს და მგონია, რომ მარტივად მოხსნადია და მე თვითონ ჟურნალისტებისგანაც ვიცი, რომ ბევრისთვის რაღაც პარტიული მიმართულება მობეზრებული აქვთ. ეს არის უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას“, - განაცხადა დავით დვალმა.

იხილეთ ვიდეო: დავით დვალი - "რუსთავი 2" არის უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე