დავით უსუფაშვილი - ნებისმიერ ბრალდებულთან სახელმწიფო მართალი უნდა იყოს 20-ით 0-ზე, თუ მხოლოდ 19-ით 1-ზეა მართალი, ე.ი. სახელმწიფო აგებს

„ქართული ოცნება" 2020-ისთვის რომ ემზადებოდეს ეს არ გაგვიკვირდება, მაგრამ ამ მზადებაში მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერ ბრალდებულთან სახელმწიფო უნდა იყოს მართალი 20-ით 0-ზე, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ 2020 წლისთვის მზადება ხელისუფლების მხრიდან ამ გზით გაგრძელდება, "ქართული ოცნება" 2020-მდე ვერ მივა.

"თუ ბრალდებულთან ურთიერთობაში სახელმწიფო მართალია მხოლოდ 19-ით 1-ზე, ე.ი. სახელმწიფო აგებს. 2020-ისთვის მზადება თუ ამ გზებით და საშუალებით გაგრძელდება, ხაზარაძესთან დაკავშირებული ეპოპეა, სწორედ 20-21ივნისთან დაკავშირებული ეპოპეა, როდესაც ხელისუფლება თავგამოდებით ცდილობს მანამდე ჩადენილი დანაშაულებით გაამართლოს სპეცრაზმის მოქმედებისას ჩადენილი დანაშაულები - ამ გზით 2020-მდე "ოცნება" ვერ მივა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა