ადვოკატის ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული მკვლევარი, ბეჟან ლორთქიფანიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული მკვლევარი, ბეჟან ლორთქიფანიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლორთქიფანიძის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განუცხადა.

ბეჟან ლორთქიფანიძისთვის და ამავე ბრალდებით დაკავებული კიდევ ოთხი პირისთვის, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

„ბეჟან ლირთქიფანიძე არ უარყოფს, რომ 20 ივნისის ღამეს აქციაზე იყო და მასში მონაწილეობა მიიღო. თუმცა, მისი მიზანი არ ყოფილა დაეზიანებინა ან დაეზარალებინა რომელიმე პოლიციელი, ან რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტი. მას არანაირი დაზიანება არ მიუყენებია არც ერთი პოლიციელისთვის. ის ამბობს, რომ მისი იქ ყოფნა განპირობებული იყო იმისთვის, რომ დახმარებოდა იქ მყოფ აქციის მონაწილეებს. ბრალს - ჯგუფურ ძალადობაზე არ აღიარებს", - განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა