ჯარჯი აქიმიძე - სამართლიანობის აღდგენა იმისთვის გვჭირდება, რომ არასდროს ვიყოთ, შინაგანად მაინც, ვალში ვინმეს მიმართ

სამართლიანობის აღდგენა იმისთვის გვჭირდება, რომ არასდროს არ ვიყოთ, შინაგანად მაინც, რაღაცნაირად გარკვეულწილად ვალში, ვიღაც ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც რამდენიმე დპუტატის მოწვევით „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსმენა მიმდინარეობს. როგორც აქიმიძემ აღნიშნა, ის და დავით დვალი აუცილებლად გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ გზას, რათა საკუთარი ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანონ.

„ჩვენ გვინდა მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივად დავიბრუნოთ ეს ყველაფერი. რა მოლაპარაკებებიც არ უნდა შედგეს, რაც არ უნდა შევთანხმდეთ, როგორც არ უნდა შევიდეთ ტელევიზიაში, ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და იმის აღიარებას, რომ სახელმწიფომ თავის დროზე ჩვენს წინაშე ჩაიდინა დანაშაული. ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღდგეს ჩვენს წინაშე სამართლიანობა და მეორე - რომ ჩვენ არასოდეს არ ვიყოთ შინაგანად მაინც, რაღაცნაირად გარკვეულწილად ვალში, ვიღაც ადამიანის მიმართ, რომელიც შეიძლება ძალიან კეთილი და კარგი იყოს, მაგრამ მასაც არ უნდა ჰქონდეს ცდუნება, რომ რაღაც გარკვეული პრეტენზია გაუჩნდება ჩვენს მიმართ“, - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა