ბოლო 4 დღეში შემოწმებული 24 მშენებლობიდან, შრომის პირობების დარღვევის გამო, 11 შეჩერდა

ბოლო 4 დღის განმავლობაში შემოწმებული 24 მშენებლობიდან, შრომის პირობების დარღვევის გამო 11 შეჩერდა და ჯამში 330 000 ლარით დაჯარიმდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა.

ბექა ფერაძის თქმით, ჯარიმა თითოეული ობიექტისთვის 30 000 ლარით განისაზღვრა.

"უკვე მეოთხე დღეა ერთობლივი ინსპექტირება დავიწყეთ. 24 მშენებლობა შემოწმდა, რომელთაგან 11 მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა და შეაჩერა. დანარჩენებზე გაიცა მითითებები და მათი გადამოწმება კვლავ მოხდება 10 დღის შემდეგ და თუ დარღვევები არ იქნება აღმოფხვრილი, დაჯარიმდებიან. ამ პროცესის მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს პრევენცია, რათა ჩვენ დავიცვათ დასაქმებული სამუშაო ადგილზე", - აცხადებს ბექა ფერაძე.

ამასთან, როგორც ფერაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მხოლოდ შრომის ინსპექციამ მიმდინარე წელს 68 სამშენებლო ობიექტი შეამოწმა და აქედან 50-მდე მათგანს შეუჩერდა სამუშაო პროცესი.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას