მამუკა ხაზარაძე - გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე, ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს

გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე, ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, „დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე“.

„ეს ერთი პირი თქვენ იცით ვინც არის, ეს არის დირიჟორი, როემლსაც ძალიან ცუდი, უცოდინარი შემსრულებლები ჰყავს. გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. მათგან განსხვავებით პიროვნულად კი არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, ეს ჭაობი შეიცვალოს; ახალგაზრდა, ნიჭიერ ხალხს მიეცეს საშუალება თავისუფალი გადაწყვეტილების, მოსამართლეები იყვნენ თავისუფლები, პროკურორები იყვნენ კანონმორჩილები და კანონის შეასბამისად მოქმედებდნენ. ეს სისტემა, გარანტიას გაძლევთ, დაინგრევა ძალიან მალე, ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს. ამას არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ დღეს გირაო დამადეს. თურმე 650 მილიონი უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში და 700 ათასი ლარით გამაჩერეს, რომ ქვეყნიდან არ წავიდე. ეს არის სირცხვილი! ყველას გპირდებით, რომ ეს დამთავრდება ამ ქვეყანაში და ის მოტყუებული ხალხი, რომლებმაც ვიფიქრეთ 2012 წელს, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვალა მივიღეთ აბსოლუტურად მეორე უკიდურესობა. ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით ჩვენ. ეს დამთავრდება“, - განაცხადა ხაზარაძემ, რასაც სასამართლოს ფოიეში ტაში მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა