რომან კაკულია ლარის კურსის რყევას ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა გარკვეული ჩარევა უნდა განახორციელოს

ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა გარკვეული ჩარევა უნდა განახორციელოს, -ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ "ინტერპრესნიუსს" ლარის კურსზე საუბრისას განუცხადა.

მან ისაუბრა ეროვნული ვალუტის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს "პარლამენტზე მიტანილ შტურმსა" და მისგან გამომდინარე რამდენიმე მოვლენისა თუ განცხადების შედეგია.

"ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯერ ძალიან შორს იყო იმ მდგომარეობისგან, როდესაც ზოგადად, ლარის კურსის რყევა შეიძლება მინიმუმამდე იყოსდაყვანილი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძალიან პირდაპირი კავშირია პარლამენტზე მიტანილი შტურმს, ტურისტული ნაკადის შეწყვეტასა და შემდეგ, აქედან გამომდინარე, სხვადასხვა განცხადებას შორის. ვისაც ამის დანახვა არ უნდა, ის პოპულიზმისკენ მიმავალი ადამიანია ან კომპეტენცია არ ჰყოფნის. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა და უნდა შევეცადოთ, აღვადგინოთ ეს ნაკადი. დივერსიფიცირება ყოველთვის იყო მიზანი და კვლავაც რჩება. მანამდე კი ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა გარკვეული ჩარევა უნდა განახორციელოს კიდეც. ვფიქრობ, თუ ამის საჭიროებას დაინახავს და სწორად გააკეთებს ანალიზს, ეს გაკეთდება.მაგრამ სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ არიან ისეთი ადამიანები, ვისთვისაც ისევ აქტუალურია ხელისუფლებაში მოსვლა ყველაფრის ფასად და ასეთი პოლიტიკოსები საზოგადოებამ უნდა გამორიცხოს იმ არჩევანიდან, რომელიც მის წინაშე დგება", - განუცხადა კაკულიამ "ინტერპრესნიუსს".

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა