არჩილ თალაკვაძე - თუ ვინმე დააკავეს, დააკავეს არა იმისთვის, რომ აქტივისტები ან რომელიმე პარტიის წევრები არიან - დააკავეს ალბათ იმისთვის, რომ მათ კონკრეტულ დანაშაულში ედებათ ბრალი

თუ ვინმე დააკავეს, დააკავეს არა იმისთვის, რომ ისინი პოლიტიკური აქტივისტები ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, დააკავეს ალბათ იმისთვის, რომ მათ კონკრეტულ დანაშაულში ედებათ ბრალი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპონენტების ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვის ბრალის წაყენებასა და 2020 წლისთვის პოლიტიკური ველის მოსუფთავებას ეხება. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის და მომავალი განვითარებისთვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს, მათ შორის მუშაობს საარჩევნო რეფორმაზე.

„2020 წლის არჩევნებისთვის მზადება არის საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, დიალოგი ოპოზიციასთან, რომელიც მიმდინარეობს, პროექტები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და შეხვედრები, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან. ასევე ინვესტიციები, რომელსაც ჩვენ ვდებთ განათლებაში და რომელსაც ჩვენ ვდებთ რეფორმებში. ეს არის 2020 წლის და მომავალი განვითარებისთვის მზადება. თუ ვინმე დააკავეს, დააკავეს არა იმისთვის, რომ ისინი პოლიტიკური აქტივისტები ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები არიან. დააკავეს ალბათ იმისთვის, რომ მათ კონკრეტულ დანაშაულებში ედებათ ბრალი. სასამართლოში მხარეთა უფლებები იქნება გარანტირებული და პარლამენტი მიადევნებს თვალს ყველა საქმეს, სადაც საჯარო ინტერესი მაღალია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა