შსს- თუშეთში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი არასრულწლოვანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრუწლოვანია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ 5-მა ადამიანმა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფები და მედიკოსები თბილისიდან ჩავიდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრუწლოვანია.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათქვამია შს-ს განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა