„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“-  გიორგი ქობულიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები არასწორია და უმეტეს შემთხვევაში, არ შეესაბამება სიმართლეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები არასწორია და უმეტეს შემთხვევაში, არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კონსორციუმი ანაკლიის პორტის ყველა მოწინააღმდეგეს განცხადებით პასუხობს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გიორგი ქობულია პორტის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის ცხრა თვის მანძილზე, ქობულიას არც ერთხელ არ მოუთხოვია კონსორციუმთან შეხვედრა და პროექტის კომერციულ დასაბუთებაში გარკვევა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გადაწყვიტა პასუხი გაეცა ანაკლიის პორტის ყველა მოწინააღმდეგისთვის. თუმცა, იქამდე უნდა აღვნიშნოთ ანაკლიის პორტის ერთერთი მოწინააღმდეგის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ბატონი გიორგი ქობულიას შესახებ, რომელსაც თავისი მინისტრობის ცხრა თვის მანძილზე არც ერთხელ არ მოუთხოვია ჩვენთან შეხვედრა და პროექტის კომერციულ დასაბუთებაში გარკვევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არასწორია და უმეტეს შემთხვევაში, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი ქვეყნისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებული მნიშვნელობა (თუნდაც მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე) ყველასთვის გასაგებია და შესაბამისად, მისი სტრატეგიული მნიშვნელობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ემსახურება მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს,”-აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.

ამასთან, კონსორციუმში ცალსახად აღნიშნავენ, რომ ანაკლიის პორტი კომერციულად აბსოლუტურად გამართლებულია.

„ჩვენ არაერთხელ გვაქვს მთავრობისთვის გაგზავნილი და წარდგენილი ტვირთბრუნვის პროგნოზები, ყველა ეს პროგნოზი გაკეთებულია არაერთი საერთაშორისო, დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ შემდეგი 15 წლის მანძილზე რეგიონში ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დაახლოებით 1.6 მილიონი TEU-ს გატარება მოხდება ჩვენი დერეფნის გავლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კომერციულად სრულიად გამართლებულია. საინტერესოა, წაკითხული აქვს თუ არა ბატონ ქობულიას თუ ანაკლიის სხვა მოწინააღმდეგეთ ეს დასკვნები?,“-აღნიშნულია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა