ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სლაიგოს საგრაფოს ეწვია

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სლაიგოს საგრაფოში სამუშაო ვიზიტი გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ზურაბაშვილის ვიზიტის მიზანს ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში საქმეთა დროებითი რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და დარგობრივი კავშირების შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობები. კერძოდ, სლაიგოს საგრაფოს ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა სლაიგოს საგრაფოსა და საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის დაძმობილების საკითხი.

სლაიგოს საგრაფოს ხელმძღვანელობამ დაადასტურა საქართველოს მხარესთან თანამშრომლობისათვის მზაობა. სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ორგანიზება გაუწიონ ღონისძიებას, სადაც საქართველოს საელჩო გააკეთებს ვრცელ ბიზნეს პრეზენტაციას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ სლაიგოს რეგიონის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ადგილობრივი გაზეთის „The Sligo Champion“ რედაქტორთან პოლ დირინგთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა