მართლწესრიგის ოფიცრებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. სწავლებაში მართლწესრიგის 35 ოფიცერი მონაწილეობდა. სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწავლების მიზანი იყო მართლწესრიგის ოფიცრების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საქართველოს ევროპული გზა, ჰიბრიდული ომი და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი და მექანიზმები, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები, საქართველო საერთაშორისო მისიებში და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება. აღნიშნულ კურსს ყველა მართლწესრიგის ოფიცერი ეტაპობრივად გაივლის“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა