რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ერთთვიანი პატიმრობა მიესაჯა, ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი პრესსპიკერის განცხადებით, ამის მიზეზი ალერგიული რეაქცია გახდა. მისივე თქმით, ნავალნის სახე გაუწითლდა და დაუსივდა. ოპოზიციონერის პრესსპიკერი აცხადებს, რომ უცნობია, თუ რამ გამოიწვია ალერგიული რეაქცია. მისივე ინფორმაციით, მსგავსი რამ ადრე მას არასოდეს მოსვლია.

შეგახსენებთ, რომ ნავალნი, არასანქცირებული საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდების გამო დააკავეს. საპროტესტო აქციის გამართვას ნავალნი მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის დარეგისტრირებაზე უარის თქმის გამო გეგმავდა. აღსანიშნავია, რომ ნავალნი ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაუკავებიათ. ევროპულმა სასამართლომ გასულ წელს, 2012 და 2014 წლებში, ნავალნის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა