ანონსი  29 ივლისი

29 ივლისს, 04:05 საათზე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი, რომელიც NASA-ში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდება.

საკონტაქტო: სოფიო ჩიხლაძე 555126611, 599038382

29 ივლისს, 11:00 საათზე, ბანკ „კრედოს“ ოფისში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: რ. თაბუკაშვილის ქ. #27

29 ივლისს, 11:30 საათზე, პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის:მიხეილ ჭიაურელის 19(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

29 ივლისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, სოსო შატბერაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულების საქმე. ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება. „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 ივლისს, 12:00 საათზე, "საყდრისის კომიტეტის" მოთხოვნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენინსპექციის წარმომადგენლები ანანურში გაემგზავრებიან სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად. 29 ივლისს ანანურში ჩასვლას "საყდრისის კომიტეტიც" გეგმავს.

საკონტაქტო: ნინო ბურჭულაძე 551191155

29 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

29 ივლისს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობით დაზარალებული მესაკუთრის საქმეზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ და კომპანია „DOHWA Cansulting Engineers Co. Ltd"-ის მიმართ, პირველ სხდომას გამართავს.

მის: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. #30

საკონტაქტო: 599 291202

29 ივლისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა